ბოსტონის მარათონის ტერაქტში ეჭვმიტანილი, 19 წლის ჯოხარ ცარნაევი პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ტერაქტში ეჭვმიტანილი მათ უოთერთაუნში ერთი-ერთ ეზოში ნავში დამალული სახლის პატრონმა აღმოაჩინა, რომელმაც პოლიციას გამოუძახა. ცარნაევმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, თუმცა მისი დაკავება მაინც მოხერხდა.
დაკავების შემდეგ ის მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში მოათავსეს. პოლიციის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
19 წლის ჯოხარ ცარანევის დაკავებამდე, ბოსტონის პოლიციამ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა. 15-საათიანი ოპერაციის დროს ლიკვირიდებული იქნა მისი ძმა, 26 წლის ტამერლინ ცარნაევი.
ბოსტონის პოლიციის ინფორმაციით, ჩეჩენი წარმოშობის ძმები ბოსტონის მარათონის საფინიშო ხაზზე მომხდარი ტერაქტის განხორციელებაში არიან ეჭვმიტანილი.
15 აპრილს მომხდარი ტერაქტის დროს 3 ადამიანი დაიღუპა, 176 კი დაშავდა.