საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში 21 აპრილს გაემგზავრება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურში განუცხადეს , ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. დეპუტატებისთვის პრემიერის მიმართვა 23 აპრილს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზეა ჩანიშნული. მიმართვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხებს.
პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის გარდა, ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 22-26 აპრილს გაიმართება.