შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებით, "წინა ხელისუფლებამ უკანონოდ გადაღებული ვიდეო-აუდიო მასალის არქივის კოპირება მოახერხა".
ამის შესახებ ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ღია ეთერში" აღმოჩენილ ვიდეო-მასალებზე, კომპრომატებზე, რომელიც მეგის ქარდავას სახელს უკავშირდება.
"წლების განმავლობაში, წინა ხელისუფლება ვიდეო, აუდიო მასალებს აგროვებდა. ბუნებრივია, ეს იყო უკანონოდ მოპოვებული მასალები, შემდეგ ამ მასალებს ოპონენტების წინააღმდეგ და ასევე მათი გუნდის წევრების წინააღმდეგ იყენებდნენ, ჩვენ დაგვხვდა ძალიან დიდი არქივი. მაქვს ინფორმაცია, რომ ამ არქივის კოპირებაც მოახერხეს, ვიდრე მე მინისტრად დავინიშნე. მაქვს ინფორმაცია, რომ სხვა მასალებიც არსებობს, მათი მოპოვება ამ დრომდე ვერ შევძელით. მაქვს ინფორმაცია, რომ ამ მასალების კოპირებაც მოასწრეს. ბევრი მასალა იქნა განადგურებული, მაგრამ ბევრიც დაგვხვდა. ამასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და მისი დასრულებისთანავე კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ და საჭიროების შემთხვევაში, ეს მასალები განადგურდება. იქ დამხვდა ძალიან ბევრი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მასალები, არა მხოლოდ დოკუმენტების, არამედ მათი გუნდის წევრების მასალები. ეს არის ყველაზე ამაზრზენი პირადად ჩემთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
კითხვაზე, არსებობს თუ არა ჩანაწერები "ქართული ოცნების" წევრების შესახებ, მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებობს ზოგიერთი წევრის შესახებ.
"არა მხოლოდ "ქართული ოცნების", არამედ სხვა პოლიტიკური ოპონენტების ვიდეო-აუდიო მასალები ჰქონდათ", - აღნიშნა მინისტრმა.