შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ვიხილეთ ახალი სტანდარტი, თუ როგორი ეფექტური შეიძლება, იყოს ნამდვილი დეპოლიტიზირებული პოლიცია".
ამის შესახებ ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" "ღია ეთერში" განაცხადა.
"მე უბრალოდ არ შემიძლია, ამ აქციის დაცვისა და საზოგადოების უსაფრთხოების კუთხით დღევანდელი პოლიციის როლი არ აღვნიშნო. ჩვენ ვიხილეთ ახალი სტანდარტი, ვიხილეთ, თუ როგორი ეფექტური შეიძლება, იყოს ნამდვილი დეპოლიტიზირებული პოლიცია. თქვენ ვერ დაგვისახელებთ ერთ ფაქტს, რომ პოლიცია ჩვენ გამოვიყენეთ პოლიტიკური მიზნებისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.