საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კობა დავითაშვილის განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს ცოცხზე კაცი გამოიყვანა".
ამის შესახებ დავითაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს გამართული აქციის შეფასებისას განაცხადა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოაცხადა მობილიზაცია და ცოცხზე კაცი მოიყვანა. ჩვენ ვნახეთ ცოცხზე კაცი გამოსული. რაოდენობამ შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, ახალი ეროვნული მოძრაობისთვის კი არა, კარგი ქელეხისთვის იყო ცოტა. მე მიმაჩნია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დასრულდა. ახალი კი არა, ვერაფრის დამწყები ეგენი ვერ არიან, უბრალოდ ძალიან სასაცილოა და ცოტა არ იყოს გამაღიზიანებელიც მათი მხრიდან მჯიღის ცემა. გამაღიზიანებელია საუბარი იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ეროვნულობის არც არაფერი ეცხოთ არასდროს და არც ახლა სცხიათ", - განაცხადა დავითაშვილმა.