უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ "ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა არ არის, დამარცხდებიან".
ამის შესახებ ბოკერიამ რუსთაველზე, "ნაციონალური მოძრაობის" აქციის დასრულებისას განაცადა
"მინდა, გითხრათ, რატომ იყო მნიშვნელოვანი დღევანდელი დღე ჩემთვის. ეს დღე და ეს შეკრება, ადამიანების აქ მოსვლა არის ძლიერი სიგნალი იმისა, რომ მთელი საქართველოს არჩევანი არის, გახდეს თავისუფალი ერების ოჯახის წევრი. საქართველო თავისუფალი უნდა იყოს არა მხოლოდ შინაარსით. დღეს აქ მყოფი ადამიანები არის ის ხალხი, ვინც საკუთარი ინიციატივით არავის მისცემს საშუალებას, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაგვაჩოჩოს ამ არჩევანიდან და ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის მხოლოდ საგარეო კურსის არჩევანი. ეს არის არჩევანი, თუ როგორი ქვეყანა უნდა ვიყოთ. ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ ჩვენ ეს არ გამოგვივა, რომ საქართველო უნდა იყოს ეთნიკურად და რელიგიურად დაყოფილი, ვინც ამბობს, რომ საქართველო არ არის ევროპული ქვეყანა, დამარცხდება და საქართველო გაიმარჯვებს", - განაცხადა ბოკერიამ.