რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი და დედაქალაქის მერი, გიგი უგულავა მივიდნენ. მათ პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეკრებილი მომიტინგეები ტაშით შეხვდნენ.
ამასთან, ცოტა ხნის წინ უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მედიას მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა თბილისის შემოსასვლელში ორი მანქანა დააკავეს.
ვაშაძის განცხადებით, რეგიონებიდან წამოსულ ავტომანქანებს გადაადგილების უფლებას ამ დრომდე არ აძლევენ. ამასთან, მისივე განმარტებით, "დაცვის სამსახურის თანამშრომლები საჯარო სამსახურებში აღრიცხავენ, რომელი თანამშრომელი რომელ საათზე გავიდა".
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, კინოთეატრ ”რუსთაველიდან” ქაშუეთის ეკლესიამდე ტერიტორია ხალხით არის სავსე.