დღეს ჩვენ ყველანი ახალ ეროვნულ მოძრაობას ვიწყებთ, - ამის შესახებ პარლამენტის შენობის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მოძრაობა სამ პრინციპს ემყარება და ესენია – ერთიანი სახელმწიფოებრივი თავისუფლება, პიროვნულ-ეკონომიკური თავისუფლება და განვითარება, გლობალურ სამყაროში საქართველოს ფუნქციის და მისი შესაძლებლობების ახლებური დანახვა და განვითარება.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დღეიდან ყველა ოჯახში მივლენ, რათა ახალი საქართველოს თანაზიარი გახდეს თითოეული მოქალაქე.
"მე აქ ვარ არა იმიტომ, რომ ეს აქცია "ნაციონალურ მოძრაობასთან" არის დაკავშირებული, არამედ იმიტომ, რომ ახალი, რაღაც დიდი უნდა დავიწყოთ და ეს დიდი არის ახალი ეროვნული მოძრაობა", - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე ინფორმაციით, დღევანდელ შეკრებას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება და აქციაზე "ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებასაც არ გეგმავს.