თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობები ცარიელია. როგორც "პირWელს" ერთ-ერთი გამგეობის თანამშრომელმა განუცხადა, გამგეობის თანამშრომლები პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე იმყოფებიან.
ინფორმაციის გადასამოწმებლად "პირWელი" თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" აქცია იმართება.