შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთაველის გამზირზე ესკორტით ჩაიარა და აქციის ტერიტორია დაათვალიერა, - აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ამ დროისათვის მინისტრის ესკორტი ტერიტორიაზე აღარ იმყოფება.
"ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული აქცია რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან 16:00 საათზე დაიწყება.