საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი თევდორაძის ინფორმაციით, დღევანდელ აქციაზე იმერეთიდან 3 ათასი ადამიანი ჩამოვიდა.
გიორგი თევდორაძე პარლამენტის შენობისკენ მოქალაქეთა იმ ჯგუფს მიუძღვებოდა, რომელიც სასტუმრო "რედისონთან" იყო შეკრებილი.
თევდორაძის განცხადებით, მსვლელობაში მონაწილეობენ, როგორც იმერეთის, ისე სამეგრელოს რაიონის მცხოვრებლები.
მისივე განმარტებით, გზაში შეფერხება არ შექმნიათ, რადგან "ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ პრობლემების ხელოვნურად შექმნას აზრი არ ჰქონდა".
პარლამენტის შენობის წინ გიორგი თევდორაძესთან ერთად სამეგრელოს გუბერნატორი თენგიზ გუნავაც მივიდა.