საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ძალადობრივი მეთოდებით აქციების დაშლის აზარტში იმდენად იყო შესული, რომ ჰგონიათ, ეს ავტომატურად, თავისთავად ხდება".
ასე გამოეხმაურა საგანელიძე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას.
"რაც შეეხება ძალადობას, ეტყობა წლების განმავლობაში თვითონ იმდენად იყვნენ შესულები იმ აზარტში, რომ ამგვარი მეთოდებით უნდოდათ ჩაეშალათ ნებისმიერი მიტინგი გამოსვლა, რომ ჰგონიათ, ე.ი. ეს ავტომატურად, თავისთავად ხდება და შსს ავტომატურად ამ საქმეს აკეთებს იმ ინერციით, რასაც ვანო მერაბიშვილის უწყება თავის დროზე აკეთებდა", - განაცხადა საგანელიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით კი, "ნაციონალურ მოძრაობას" შეეძლო ეს არასასესიო დღეს დაეგეგმა.
"ის რომ რუსთაველზე სასესიო დღეს შეკრებას აწყობენ, ბუნებრივია, მთლად ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ პარლამენტის წვერმა თავისი უპირველესი მოვალეობის შესრულებაზე - საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე უარი თქვას. მათ შეეძლოთ, ეს არასასესიო დღეს დაეგეგმათ, თუმცა ვთვლი, რომ ეს არც ისე საყურადღებო თემაა, უბრალოდ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ალბათ, უნდა იმსჯელოს ამაზე", - განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" აქცია 16:00 საათზე დაიწყება.