"ნაციონალური მოძრაობა" ფიქრობს, რომ პარტიულ ღონისძიებაში უფრო მეტად უნდა იყოს ჩართულნი, ვიდრე საპარლამენტოში, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში უმრავლესობის წევრმა ზურაბ აბაშიძემ. მისივე თქმით, დეპუტატები, რომლებიც წარმოდგენილი არიან "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, პარლამენტში უნდა დარჩენილიყვნენ და იმ კანონპროექტებზე ემუშავათ, რომლებიც დღეს განიხილება.
"დღეს განსახილველი ყველა კანონი სამსჯელოა. ბუნებრივია, მათი მოსაზრებების მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩენთვის და ასევე საზოგადოებისთვის. მაგრამ ეს მათი არჩევანია, ისინი ფიქრობენ, რომ პარტიულ ღონისძიებაში უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართულნი, ვიდრე პარლამენტის საქმიანობაში. მე ამას ვუყურებ, როგორც პარტიულ ღონისძიებას და მეტს არაფერს. მათ აქვთ უფელბა ჩაატარონ, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში ნებისმიერი აქცია, ნებისმიერი მანიფესტაცია. ამას არ ზღუდავს კონსტიტუცია და არც მომავალში არავინ აპირებს, რომ პოლიტიკური ოპოზიციის უფლებები იყოს შეზღუდული. ჩვენ თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე განმარტებით, დღევანდელ დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაჭარბებული მოლოდინი შექმნა.