შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ტერიტორიები დღის 12 საათიდან აღარ გადაიკეტება. სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება თბილისის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო, რათა მათ არ შეექმნათ დისკომფორტი გადაადგილებისას.
ამავდროულად, შსს ზრუნავს აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვაზე და რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიებზე მოძრაობის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამინისტრო მოსახლეობას ინფორმაციას დროულად მიაწვდის.