სახალხო დამცველის აპარატი დღეს დაგეგმილი აქციის მონიტორინგს განახორციელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ნანუაშვილის უწყება განცხადებას ავრცელებს.
"დღეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციაზე მონიტორინგს განახორციელებენ. საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სწორედ ამიტომ და ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის რწმუნებულები დღეს აქციის მსვლელობას ადგილზე დააკვირდებიან. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც რაიმე სახის დარღვევას შენიშნავს, მიმართოს სახალხო დამცველის აპარატს ტელეფონის ნომერზე: 2 23 44 99", - აღნიშნულია განცხადებაში.