"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას პარტიის რუსთავის ორგანიზაციის წევრებიც შეუერთდებიან.
როგორც ,,ინტერპრესნიუსთან"" საუბარში "ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ორგანიზაციის წევრმა, ქალაქის საკრებულოს დეპუტატმა ლექსო კვაჩიძემ განაცხადა, აქციას უერთდებიან, თუმცა ორგანიზებულად, ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მხარდამჭერებისა და წევრების ჩაყვანა თბილისში არ მოხდება, ყველა მსურველი საკუთარი ინიციატივითა და ძალებით ჩავა დედაქალაქში.
ორი დღის წინ, რუსთავის მერმა ლაშა მინდელმა მერიაში მომუშავეებს სთხოვა, რომ 19 აპრილს, 9.00 საათიდან 18.00 საათამდე, სამუშაო დღის დასრულებამდე არავინ დატოვოს მერიის შენობა, 6 საათის შემდეგ კი ვისაც სად უნდა იქ წავიდეს.
აღსანიშნავია, რომ რუსთავი ერთ–ერთი თვითმმართველი ქალაქია, სადაც ადგილობრივ ხელისუფლებაში უმრავლესობით კვლავ "ნაციონალური მოძრაობაა".
"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი რუსთავის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ აქციას სამუშაო დღის ბოლოს, 18.00 საათის შემდეგ შეუერთდებიან.