სამეგრელოდან "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ აქციას 1500 ადამიანი დაესწრება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" რეგიონულ კორესპონდენტთან საუბარში "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობირივ ოფისის ხელმძღვანელმა, ლაშა დამენიამ განაცხადა.
მისივე თქმით, აქციაზე დასაწრებად ზუგდიდიან თბილისისკენ წუხელ, ძირითადად საკუთარი ავტომობილებით, 700-მდე ადამიანი გამოემგზავრა, დღეს დილით კი 800 აქტივისტი მიკროავტობუსებით და საკუთარი მანქანებით მოდის.
"ნაციონალური მოძრაობის" აქცია დღეს, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ 16:00 საათზე დაიწყება.