19 აპრილის აქციაზე დაპირისპირების არანაირი სცენარი არ არსებობს, თუ რაიმე არ აქვს ხელისუფლებას ჩაფიქრებული. ამის შესახებ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გაბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მათ არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს იქნება ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის აბსოლუტურად ჩვეულებრივი საპროტესტო გამოსვლა და ჩვეულებრივი, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია.
"ჩვენ ვართ ის ოპოზიცია, რომელსაც სხვანაირად არ წარმოუდგენია. ყველაფერი მთლიანად კანონის ფარგლებში იქნება. ჩვენი ლიდერები, აქტივისტები იქ ოჯახის წევრებით აპირებენ მოსვლას ",-განაცხადა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, მთელი პანიკური კამპანია, რომელიც მთავრობის მხრიდან წარმოებს, რომ დღეს რაღაც სახიფაო ელოდება ქვეყანას, არის სრული ტყუილი.
"სიმართლე არის ის, რომ ხელისუფლება არის სრულ ისტერიკაში. ეს გამოიხატება ჩვენი აქტივისტების დევნაში, რომელშიც გამოყენებული არიან სამართალდამცვები"-,-განაცხადა გაბაშვილმა.
მანვე ჩამოთვალა იმ სამართალდამცავების ვინაობა, რომლებიც, გაბაშვილის ინფორმაციით, რეგიონებიდან "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს თბილისში ჩამოსვლას უშლიან.
დეპუტატის განცხადებით, სამართალდამცავების მხრიდან აქტივისტების დაშინების შესახებ ინფორმაციას თითქმის ყველა რეგიონიდან იღებენ, თუმცა ასეთი შემთხვევა დედაქალაქში არ დაფიქსირებულა.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მორჩეს პანიკას ხელისუფლება. ჩვენ არ ვართ ის ოპოზიცია, რომელიც გახოვთ, ასე აანოსნებდა- ამა და ამ დღეს შევიკრიბოთ და დავამთავროთ მთავრობა. ხვალ ჩვენ ველოდებით ყველას, რომ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია და ხვალვე, რამოდენიმე საათში დავიშალოთ. არანაირი სცენარი დაპირისპირების არ არსებობს, თუ ხელსიუფლებას რაღაც არ აქვს ჩაფიქრებული",-დასძინა გუშინ გაბაშვილმა.