"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის მიერ 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით დაანონსებული სიურპრიზი შესაძლოა , ამ დღეს მისი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება აღმოჩნდეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, 19 აპრილის აქციაზე მერაბიშვილი მხარდამჭერებს წარუდგება არა მხოლოდ როგორც "ნაცმოძრაობის" გენერალური მდივანი და აქციის ორგანიზატორი, არამედ როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი და არაოფიციალურად საარჩევნო კამპანიასაც გახსნის.
მერაბიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების პერსპექტივაში გასაკვირს ვერაფერს ხედავს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი. თუმცა, რამდენად შეიძლება ეს დღევანდელ აქციაზე მოხდეს, დარჩიაშვილის თქმით, მისთვის უცნობია.