2013 წლის 19 აპრილს 12 საათიდან მიტინგის დასრულებამდე ქ. თბილისში გადაიკეტება: რუსთაველის გამზირი, ვარდების მოედანი, თავისუფლების მოედანი, კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩა,თაბუკაშვილისა და მიმდებარე ქუჩები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია - უზრუნველყოს პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შეკრების (მანიფესტაციის) მშვიდობიანი ფორმით ჩატარება და არ დაუშვას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველია„პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლი, აგრეთვე,ამავე კანონის მე-8 მუხლის „ღ" და „ძ" ქვეპუნქტები - პოლიციის ძირითადი ამოცანა და მოვალეობაა: დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, უზრუნველყოს მშვიდობიანი მიტინგების, დემონსტრაციების და მოქალაქეთა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოება,აგრეთვე მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა.
ასევე, აღნიშნული აქციის მონაწილეებს შევახსენებთ, რომ მათ ეკრძალებათ:
ა) იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილადაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი;
ბ) იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიცგამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;
გ) იქონიონ ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელი ნივთიერება;
დ) იქონიონ ალკოჰოლიანი სასმელები;
ე) განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის.