საქართველოს პრეზიდენტმა ახალქალაქის ქართული სკოლის დირექტორი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იუწყება, მიხეილ სააკაშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
პრეზიდენტმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონი უკვე დატოვა. მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქში გუშინ ჩავიდა. თავდაპირველად პრეზიდენტი ახლქალაქისა და ყუმურდოს ეპარქიაში მივიდა და მეუფე ნიკოლოზს მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა.