DerStandard - გართობისთვის გახარჯული მილიონებისთვის პრეზიდენტს სამშობლოში აკრიტიკებენ

DerStandard - გართობისთვის გახარჯული მილიონებისთვის პრეზიდენტს სამშობლოში აკრიტიკებენ

საქართველოს პრეზიდენტს, სააკაშვილს ფუფუნებაში ცხოვრებისთვის აკრიტიკებენ, - ამ სათაურით ეხმარება ავსტრიული DerStandard საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ ბიუჯეტიდან გახარჯულ ხარჯებს. 

სააკაშვილი მილიონობით დოლარს ხარჯავს სახელმწიფო ხაზინიდან, - წერს ავსტრიული გამოცემა, - ესპანური მზარეულის მომსახურების სანაცვლოდ, ავსტრიაში გახდომის კურსის ჩატარებისა და დუბაიში გართობისთვის გახარჯული მილიონებისთვის შავი ზღვისპირეთის ქვეყნის პრეზიდენტს სამშობლოში აკრიტიკებენ.

ავსტრიული გამოცემა ასევე ციტირებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირმა იმერლიშვილის სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ ბიუჯეტიდან ესპანელი მზარეულისთვის ყოველთვიურად 15 ათასი დოლარი გამოიყოფოდა, ავსტრიაში გახდომის კურსის ჩატარებისთვის კი, 70 ათასი დოლარი დაიხარჯა.

"2003 წლის "ვარდების რევოლუციის" გმირი პრეზიდენტის პოსტს კონსტიტუციის თანახმად, შემოდგომით დატოვებს", - წერს DerStandard.