დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია

დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია "ნაციონალურ მოძრაობას" პროპაგანდასა და აგიტაციაში ადანაშაულებს

დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" უმაღლეს სასწავლებლებში პროპაგანდასა და აგიტაციაში ადანაშაულებს. 

დღეს გამართულ ბრიფინგზე ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა ლექსო კობაიძემ განაცხადა, რომ ორი დღის წინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" უმაღლეს სასწავლებლებში ღონისძიებები ჩაატარა და სტუდენტებს აგიტაციის გზით მოუწოდა 19 აპრილის აქციაზე მივიდნენ.

"დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ მსგავსი რამ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა გააკეთოს უმაღლეს სასწავლებლებში, რადგან ეს არის პირდაპირი სახით აგიტაცია და პროპაგანდა. სასწავლებელი არის სწავლისთვის და აქ არ უნდა ხდებოდეს რაიმე პიარ-აქციები. ჩვენთან მოსულები იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდები მაისურებით და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების სახელით აცხადებნენ, რომ მიდიან 19 აპრილის აქციაზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ასეთი რამე სასწავლებლებში არ უნდა ხდებოდეს", - განაცხადა ლექსო კობაიძემ.