მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ აქციაზე არ მივა

მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ აქციაზე არ მივა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 19 აპრილს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციაზე არ მივა.

ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"პირდაპირ გეტყვით, ჩემი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ამ აქციაზე არ იქნება. ამას თქვენი თვალითაც ნახავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ თავად ვიქნებით მობილიზებული, წესრიგი დავიცვათ. მე, საერთოდ, 19 აპრილს ოჯახსა და შვილებთან ერთად ვაპირებ მისვლას. ბავშვებთან ერთად მოდის ჩვენი ბევრი წევრი, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რაიმე ტიპის პროვოკაციას არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ", - განაცხადა ვაშაძემ.