სახალხო დამცველის ანგარიშს ხუთი დეპუტატი უსმენს

სახალხო დამცველის ანგარიშს ხუთი დეპუტატი უსმენს

სახალხო დამცველის ანგარიშს ხუთი დეპუტატი უსმენს. კერძოდ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომას ესწრებიან ეკა ბესელია, ბიძინა გუჯაბიძე, გედევან ფოფხაძე, ომარ ნიშნიანიძე და ფატი ხალვაში. 

რაც შეეხება ოპოზიციას, 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით, უმცირესობამ საპარლამენტო საქმიანობაზე ორი დღით უარი განაცხადა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს 2012 წლის ანგარიშს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცნობს.
კომიტეტში პარლამენტის 14 წევრია გაერთიანებული.