პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშის განხილვას გააგრძელებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კომიტეტს სურს, ანგარიში ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად განიხილოს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დეპუტატებმა 19 აპრილს დაგეგმილი აქციის გამო საპარლამენტო საქმიანობაზე ორი დღით უარი განაცხადეს.
"სამწუხაროდ, სწორედ იმიტომ გავაკეთეთ ღია სხდომა, რომ ოპოზიციასთან ერთად მომხადრიყო ანგარიშის განხილვა, მაგრამ კომიტეტი ანგარიშის განხილვას არ დაასრულებს, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ამ ანგარიშის შემაჯამებელ ეტაპს ”ნაციონალები” დაესწრონ. კომიტეტის მეორე სხდომას ისე ვუზრუნველყოფთ, რომ შემაჯამებელი დოკუმენტის მუშაობაში ისინიც იყვნენ ჩართულნი" , - აღნიშნა ეკა ბესელიამ.