საპარლამენტო უმცირესობა 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით, ორი დღის განმავლობაში პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძე დღეს, პარლამენტის სესიაზე, დებატების დროს განაცხადა.მისი განმარტებით, უმცირესობა პარლამენტის მუშაობაში ხვალ და ზეგ ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას და ეს შეეხება კომიტეტებს და პლენარულ სხდომასაც. "ამიტომ, წინასწარ მინდოდა ამის თაობაზე ჩვენი კოლეგების ინფორმირება, რომ გაითვალისწინონ", - აღნიშნა ბაქრაძემ.