სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულების ყოფილ თანამშრომელს ვლადიმერ ბედუკაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას პროცესზე დამსწრე ქალბატონმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბაჩო ახალაიას პროცესის პარალელურად პატიმართა წამებაში ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების პროცესიც მიმდინარეობს, რომელიც დახურულია.
ბედუკაძე სასამართლოს შენობის დერეფანში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა სწორედ მაშინ გაატარეს, როცა ახალაიას პროცესზე შესვენება იყო გამოცხადებული და დამსწრე საზოგადოება დერეფანში იმყოფებოდა.
ერთ-ერთმა მომხრემ ბედუკაძეს შეაგინა, რაზეც ბედუკაძემ შეგინებითვე უპასუხა.