საპარლამენტო უმცირესობის წევრ გოგა ხაჩიძის მტკიცებით, ახალ წელს ის დუბაიში არ ყოფილა.
ამის შესახებ "პირWელს" ხაჩიძემ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირინე იმერლიშვილის მიერ დღეს გაკეთებული იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვით, 2013 წელს კობა ხაბაზი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გოგა ხაჩიძე, დავით საყვარელიძე, მარიამ საჯაია, დავით დარჩიაშვილი და სერგო რატანი 2013 წელს შეხვდნენ დუბაიში და ამ დასვენებისთვის 240 ათასი ლარი დაიხარჯა.
"ყველაფერი ფაცებოოკ-ის ჩემს გვერდზე წერია", - განაცხადა დეპუტატმა.
ხაჩიძემ იმერლიშვილის განცხადების საპასუხოდ, ფაცებოოკ-ის საკუთარ გვერდზე დაახლოებით, ერთი საათის წინ დაწერა.
"დღემდე მეგონა, რომ ახალ წელს ავღანეთში შევხვდი, ბაზა "შუკვანზე", ქართველ ჯარისკაცებთან ერთად... რა ვიცი, ავღანეთს ჰგავდა, სამხედრო ბაზაზე ვიყავით, ჯარისკაცები იყვნენ, სროლებიც იყო, ახალი წელიც დადგა, ბიჭებსაც მივულოცეთ, სადღეგრძელოც დავლიეთ, ჯარისკაცებს საჩუქრებიც ჩავუტანეთ... ახლა "გავარკვიე" რომ ახალ წელს დუბაიში შევხვედრივარ", - წერს ხაჩიძე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირინე იმერლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და თბილისის მერის გიგი უგულავას ავსტრიაში ვიზიტის დროს სდსს-ის ბიუჯეტიდან 115 ათასი ლარი დაიხარჯა.
ამის შესახებ იმერლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"2013 წელს კობა ხაბაზი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გოგა ხაჩიძე, დავით საყვარელიძე, მარიამ საჯაია, დავით დარჩიაშვილი და სერგო რატიანი 2013 წელს შეხვდნენ დუბაიში და ამ დასვენებისთვის 240 ათასი ლარი დაიხარჯა. ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საიდუმლო ხარჯებიდან ფინანსდებოდა ჩვენი კოლეგა ქალბატონებისთვის შეძენილი ოქროს ნივთები და ძვირფასი საჩუქრები. მხოლოდ ესპანელი თარჯიმნის შენახვა საქართველოს ერთი წლის განმავლობაში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. აქვე გეტყვით, რომ 2010 წელს პრეზიდენტი და თბილისის მერი გიგი უგულავა ავსტრიაში იმყოფებოდნენ, სადაც მათ ჩაიტარეს გახდომის პროცედურა, რომელიც ქვეყანას 115 ათასი ლარი დაუჯდა. ამას გარდა საიდუმლო ხარჯებიდან ფინასდებოდა უცნაური შენაძენების ხარჯები, მათ შორის როგორიც იყო ცხვრების შეძენა და ა.შ. ეს ყველაფერი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან ფინანსდებოდა", - აღნიშნა იმერლიშვილმა.