პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დავალებით, სდსს-ის ბიუჯეტიდან დეპუტატ თინათინ ბოკუჩავასთვის ძვირადღირებული ტელეფონი იქნა შეძენილი.
ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ბოკუჩავას "iPhone 4s" უყიდეს. ამავე დოკუმენტის თანახმად, შენაძენი 2012 წლის 10 იანვარს განხორციელდა.
ცნობისთვის, სდსს-ის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად გახარჯული თანხების შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა გაავრცელა.