ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებული განცხადება დათა ახალაიას არ ეკუთვნის. როგორც "ინტერპრესნიუსს" ზაქარეიშვილმა განუცხადა, დათა ახალაიას სახელით გავრცელებული განცხადება დეზინფორმაცია და სისულელეა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, ვიღაცას აქვს მიზანმიმართული მცდელობა გაანეიტრალოს და გადაფაროს დათა ახალაიას პირველი განცხადება და მისი სახელით საპირისპირო განცხადებასაც ამიტომ ავრცელებს.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელებული პირველი განცხადება ნამდვილად დათა ახალაიას ეკუთვნოდა, მეორე – არა.