სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს 44 სული ცხვრის შეძენა 6 600 ლარი დაუჯდა. დეპუტატ ირინა იმერლიშვილის ინიციატივით დღეს გასაჯაროებული დოკუმენტების თანახმად , ცხვრები 2011 წლის 22 ნოემბერს არის შეძენილი, 23 ნოემბერს კი ცხვრები გურჯაანში, აწყურში, ქედაში, ართანასა და ლალისყურში სხვადასხვა პირებს გადაეცათ.
როგორც ირინა იმერლიშვილი განმარტავს, ყველა ასეთი არამიზნობრივი ხარჯი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფარულ ხარჯებშია გატარებული და მას აქამდე გრიფი "საიდუმლო" ედო.