პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანხებით შეძენილი ოქროს სამკაულით საქართველოში მცხოვრები უკრაინელი მომღერალი იოანა (ივანა)მელაიც დაასაჩუქრა.
დეპუტატ ირინა იმერლიშვილის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მელაის საჩუქარი 982 ლარი დაუჯდა. 440 ლარიანი ძეწკვი, 542 ლარიან კულონთან ერთად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ 2011 წელს "დაფიონ სამკაულშია" შეძენილი.
როგორც იმელიშვილი განმარტავს, ყველა ასეთი არამიზნობრივი ხარჯი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფარულ ხარჯებშია გატარებული და მას აქამდე გრიფი "საიდუმლო" ედო.