ექსპერტი მამუკა არეშიძე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრების მხრიდან განცხადებებს მისი გალიდერების წინააღმდეგ მიმართულად აფასებს.
როგორც "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში მამუკა არეშიძემ განაცხადა, 19 აპრილს უნდა მოხდეს ახალი ლიდერის დანიშვნა, რადგან სააკაშვილი წამსვლელია და ამ ჯგუფს სჭირდება ლიდერი.
მისი თქმით, ლიდერობის მსურველები ნაციონალებში ძალიან ბევრია, სწორედ ამიტომ კეთდება მსგავსი ტიპის განცხადებები.
"19 აპრილი არის ვანოს დღე, რომ პარტიის შემდგომი საბრძოლო გეგმები გააცნოს და განსაზღვროს ვინ არის პარტიის ლიდერი", - აცხადებს მამუკა არეშიძე.
მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაში" არა ორ, არამედ სამ ჯგუფს შორის არის დაპირისპირება, მესამე ჯგუფი – "თავისუფლების ინსტიტუტია".
ექსპერტის შეფასებით, დათა ახალიას წერილის ნამდვილობაში მას შემდეგ დარწმუნდა, რაც სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ დათა ახალაია მას სულ ორ- სამჯერ ყავს ნანახი.
"დათა ახალაიამ სწორედ 19 აპრილის წინ გამიზნულად გააკეთა ეს განცხადება და ალბათ, იფიქრა სადაც ვიწროა იქ გაწყდესო," –აცხადებს არეშიძე.
მისივე თქმით, მარიკა ვერულაშვილის დღევანდელი განცხადებაც მერაბიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული, სავარაუდოდ, ის 19 აპრილის აქციასაც უკავშირდება.