სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა საქართველოს პრეზიდენტის დავალებით 3500 ლარიანი სამკაული - ტიხრული მინანქრის ოქროს სამაჯური შეიძინა.
2011 წელს, გალერეა "შარდენში" შეძენილი ეს ნივთი პრეზიდენტის სტუმარს - მარიამ საჯაიას გადაეცა.
ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციას დეპუტატი ირინა იმერლიშვილი აქვეყნებს. ამასთან, თავად მარიამ საჯაია ამ საჩუქრის მიღებას უარყოფს.