პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, მეგობრების, თუ სტუმრების საზღვარგარეთული ვიოაჟები და ძვირფასი საჩუქრები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფარული ხარჯებიდან ფინანსდებოდა. შესაბამისი ინფორმაცია
დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა დღეს პარლამენტს წარუდგინა.
"ისტერიკა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურში და შესაბამის კანონში გახორცილებულმა ცვლილებებმა გამოიწვია განპირობებული იყო იმით, რომ როდესაც ეს სამსახური პრეზიდენტის დაქვემდებარებაში იყო მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ხარჯები იყო გასაიდუმლოებული და ედო გრიფი "საიდუმლო". მას შემდეგ, რაც სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა, გრიფი მოეხსნა. ამა წლის 12 მარტს, მივმართეთ მთავარ პროკურატურას, რომ გადმოეცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია. პასუხი და მიღებული მასალები შოკისმომგვრელია. დოკუმენტაციის მიხედვით, არამიზნობრივად დაიხარჯა მილიონობით ლარი. კერძოდ, პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, მისი მეგობრებისა თუ სტუმრების საზღვარგარეთულ ვიოაჟებსა და ძვირფას საჩუქრებზე მილიონობით ლარი იხარჯებოდა. გარდა ამისა, ფარული ხარჯებით, რომელიც გათვალისწინებული იყო დასაცავი პირებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის, ფინანსდებოდა პრეზიდენტის ოჯახის წევრების და მეგობრების დასვენება, სწავლა, ფინასდებოდა პირადი ეპანელი მზარეულისა და მისი თარჯიმანის ხარჯები. აღნიშნული სამსახურისთვის გამოყოფილი ხარჯებით სარგებლობდა ზოგიერთი ჩვენი ყოფილი და ამჟამინდელი ოპოზიციონერი კოლეგაც. პრეზიდენტი, მისი მეგობრები და რამდებიმე დეპუტატი, რომელთა სახელი და გვარის ნახვა შესაძლებელია ამ დოკუმენტაციით, 2013 წელს შეხვდნენ დუბაიში, სადაც მათი მოლხენისა და გართობისთვის სახელმწიფო დაცვის სამსახურისთვის გამოყოფილი ხარჯებიდან 240 ათას ლარამდე გაიცა. სამსახურის ხარჯებიდან ფინანსდებოდა ძვირადღირებული საჩუქრები, მაგალითად, მობილირი ტელეფონი და ძვირფასი სამაჯური ჩვენი კოლეგა ქალბატონისთვის, ოქროს ნაკეთობები მომღერალ ივანე მელაისა და სოკოლოვასათვის. პრეზიდენტის ესპანელი მზარეულის ხელფასი, მისი თარჯიმანი და საცხოვრებლით უზრუნველუყოფა დაცვის სამსახურის ხარჯებიდან ყოველთვიურად 25 ათას ლარს შეადგენა და ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდა ქართველ ხალხა ამ მზარეულის შენახვა. 2010 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილი და თბილისის მერი წავიდნენ ავსტრიის ერთ-ერთ ძვირადღირებულ კურორტზე, ჩაიტარეს პროცედურები გახდომისთვის, რაც ასევე ფარული ხარჯებიდან დაფინანსდა და თანხამ 115 ათას ლარს მიაღწია. სპეციალური დაცვის სამსახურის უცნაურ შესყიდვებსაც აწარმოებდა, მაგალითად, როგორიც არის 42 თურქული ცხვარი 7 950 ლარად, რომელიც შემდგომ დარიგდა მოქალაქებზე" - განაცხადა სესიაზე ირინა იმერლიშვილმა.