"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო კანდიდატს პრაიმერის წესით აირჩევს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა .
მისი თქმით, ამის შესახებ პარტიისგან არაერთი განცხადება გაკეთებულა და ის ამ გზით არჩევას ემხრობა.
"ჩვენ ვართ ძალიან დემოკრატიული პარტია. ერთი კანდიდატიც იქნება, მეორეც და შეიძლება ოციც. ამაზე პარტიისგანაც და ჩემგანაც თქმულა, რომ იქნება პრაიმერი. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი. ამის ერთ-ერთი ინიციატორი ვანო მერაბიშვილია, რომელიც ძალიან ღირსეული ადამიანია", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.