საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობას უფასო კონსულტანტობას სთავაზობს. როგორც პრეზიდენტმა გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, ის უფასო კონსულტანტობას სთავაზობს როგორც მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, ასევე, შემდგომ პრეზიდენტსაც. ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი გეგმების შესახებაც ისაუბრა.
"პირველი ჩემი გეგმა არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთო ამ 6-7 თვის განმავლობაში, რათა საქართველოს სუვერენიტეტი არ დადგეს გამანადგურებელი დარტყმის საფრთხის ქვეშ. რაც შეეხება იმას, თუ რას ვიზამდი ახლა მათ ადგილას, მთლიანად გავწევდი ფინანსურ პოლიციას პროკურატურისგან, მოვახდენდი სრულ კონცენტრაციას ახალ პროექტებზე. ძალიან ბევრ ადამიანს გავგზავნიდი უცხოეთში სასწავლებლად და ბევრად მეტ ფულს ჩავდებდი განათლების სისტემაში. იურისტი ვარ, მაგრამ იურისტობას აღარ ვაპირებ. მე ყველაფერს გავაკეთებ მონაპოვრის შენარჩუნებისთვის და ვიზრუნებ იმისთვის, რომ ბევრი ახალი კადრი მოვიდეს პოლიტიკაში. სანამ საქართველო არის ოკუპირებული, იქამდე მე ბოლომდე ვიბრძოლებ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.