ვაჰაგან ჩახალიანი საკუთარი სახლის საძინებელ ოთახში, საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად გულის შეტევა დასახელდა. გარდაცვლილის სახლთან საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების მობილიზება მოხდა, თუმცა ამ დრომდე, ვაჰაგან ჩახალიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განსხვავებული ვერსია არ გავრცელებულა.