საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "დღეს რეალურად არის საფრთხე, რომ რუსეთთან ომში დავმარცხდეთ".
ამის შესახებ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას განაცხადა.
"ომი 2008 წელს არ დაწყებულა, ომი დაიწყო 1989 წლის 9 აპრილს, როცა რუსთაველზე პირველად გადაგვიარეს ტანკებით. როგორც კი რეალისტურად საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა გაჩნდა, რუსეთის იმპერიამ დაწყო ქმედება. ომი გაგრძელდა სხვადასხვა პროვოკაციებით ორი ათწლეულის განმავლობაში. ვიტყვი იმას, რაც არაპოპულარულია, ომი გრძელდება ახლაც. რუსეთი შემოვიდა და დამატებით კიდევ რაღაც ტერიტორიები დაიკავა, მანამდე სხვა ყველა რესურსი ამოწურა. ჩვენ ამ ომში არც გამარჯვებული ვართ და არც დამარცხებული. დღეს რეალურად არის საფრთხე, რომ ამ ომში დავმარცხდეთ. რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯერჯერობით ფულს არ დებს, რადგან იცის, რომ ამ ტერიტორიების დაკანონების შანსი არ აქვს, ვიდრე ციხე შიგნიდან არ გატყდება", - განაცხადა პრეზიდენტმა.