პარლამენტში მესამე და მეოთხე სართულზე წყალი ჩადის. საკომიტეტო დარბაზების ფოიეში წყალი განათების სისტემასა და კედლებს მოჰყება და იატაკზე იღვრება.
პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დაზიანების გამოწვევის მიზეზებს არკვევენ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სართულზე სახანძრო გაყვანილობის მილი გასკდა, რამაც წყლის გაჟონვა გამოწივია.