საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ცენტრალური ტელევიზიების და გაზეთების მთავარ რედაქტორებს შეხვდება. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ხვალინდელი შეხვედრა , რომელიც 11.00 საათზე დაიწყება, ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციაში გაიმართება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში შედგება და ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში გადაიცემა.