სამხედრო ექსპერტის ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, ლაფანყურის სპეცოპერაცია ბევრ კითხვებს აჩენს და ის აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული.
როგორც ირაკლი ალადაშვილმა "პრაიმ ტაიმში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სახალხო დამცველმა ლაფანყურის ინციდენტთან დაკავშირებით თამამი განცხადებები გააკეთა, რაც აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული.
"სახალხო დამცველმა საკმაოდ თამამი განცხადებები და მოსაზრებები გააკეთა. ამ სპეცოპერაციამ ძალიან ბევრი კითხვები გააჩინა, რომლსაც ჯერ პასუხები არ აქვს და საინტერესოა საგამოძიებო ორგანოების და პროკურატურის დასკვნა. ასევე, საინტერესოა რა საფრთხეების წინაშე იდგა მაშინ საქართველო", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა. მისივე თქმით, ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისიაც უნდა შეიქმნას.