საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წელს განხორციელდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის სხდომამ მიიღო, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.
დღევანდელ სხდომაზე კომისიამ განიხილა და დაამტკიცა საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა.