სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2,8 გრ. ნარკოტიკული ნივთიერება, მარიხუანა აღმოაჩინეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 2013 წლის 2 აპრილს დაახლოებით დილის ორ საათზე, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოში თურქეთიდან თურქეთის მოქალაქე ი. ფ. შემოვიდა, რომლსაც პირადი დათვალიერების შედეგად ჯიბეში, სიგარეტის კოლოფში ნარკოტიკული საშუალება, მარიხუანა უპოვეს.
შემდგომი რეაგირების მიზნით, საქმის მასალები კრიმინალურ პოლიციას გადაეცა.