საქართველოში აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობა იქმნება. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა , ეს გადაწყვეტილება სამხედროებმა მიიღეს. მისივე თქმით, ეს იქნება ძალიან კომლექსური გზა დამოუკიდებელი რესურსების შექმნის.
"ჩვენ გაქვს ზუსტად გათვლილი გეგმა, თუ როგორ უნდა შევუქმნათ, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთის სარდლობას დამხმარე ავტონომიური ელემენტები. ეს მათ საშუალებას მისცემს, კონფლიქტისა და ესკალაციის პირობებში ავტონომიურად იმოქმედონ და შემოსულ მტერს წინააღმდეგობა გაუწიონ", - აღნიშნა ალასანიამ.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით სამხედროების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაეთანხმა.