თელავის რაიონის სოფელ შალაურში სტიქიით დაზარალებულმა მოსახლეობამ კომპენსაციების გაცემის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.
მათი თქმით, სოფელი შალაური 2012 წლის 19 ივლისს სტიქიისგან 100 % -ით დაზარალდა, ამის მიუხედავად ადგილობრივებს კუთვნილი კომპენსაცია არ მიუღიათ.
შალაურელებმა დღეს თელავი-ბაკურციხე-თბილისის მთავარი მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს ამის საშუალება არ მისცა. სტიიქით დაზარალებული მოსახლეობა, კომპენსაციბის გაუცემლობის შემთხვევაში საპროტესტესტო აქციის გამართვას თბილისში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრათან გეგმავს.