საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებული საკითხი "ღირსეულად გადაწყდება".
როგორც ივანიშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, კონსულტაციებში თავადაც ჩართულია.
"რა თქმა უნდა, კონსულტაციებში ჩართული ვარ. მე და დავით უსუფაშვილი, ქალბატონი თინაც იყო, დღეს საათნახევრაზე მეტხანს ვსაუბრობდით ამ თემაზე და აქტიურად ვმუშაობთ. ვფიქრობ, ღირსეულად გადავწყვეტთ ამ თემასაც", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერის განცხადებით, რთულია იმაზე საუბარი, მოხდება თუ არა უმცირესობასთან შეთანხმება, თუმცა ივანიშვილი ფიქრობს, რომ "კარგ შედეგს მიიღებენ".