ვიცი, რომ მთავრობას აქციების ძალიან ეშინია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ბათუმში, თანაგუნდელებთან შეხვედრის წინ ჟურნალისტებს გამუცხადა.
"ვიცი, რომ მთავრობას ძალიან ეშინია აქციების. მას მოუწევს შეგუება, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. საქართველოში იარსებებს ოპოზიცია და მას მოუწევს დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრება. რაც მალე შეეგუება ივანიშვილი ამას, მით უკეთესი მისთვის და ქვეყნისთვის", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.
ამ წუთებში ვანო მერაბიშვილი ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ხვდება. როგორც შეხვედრამდე მან განაცხადა, სურს გაიგოს, რა პრობლემები აწუხებს ხალხს, ასევე პარტიის წევრებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.
ვანო მერაბიშვილი დღესვე სამტრედიასა და ბაღდათში შეხვდება თანაპარტიელებს.