"ხელოვნების აკადემიის" ორგანიზებით, გიორგი ცაბაძის სახელობის მესამე ეროვნული კონკურსი გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ხელოვნების აკადემიის" რექტორმა და კონკურსის ორგანიზატორმა, პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა აცნობა, მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობის მიღება 19 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს შეუძლია.
საკონკურსოდ საბუთების მიღება 8-11 აპრილს მოხდება. კონკურსი 14-28 აპრილს გაიმართება. კონკურსის პირველი ტური დახურული იქნება. მეორე ტურზე კი თითეულ საკონკურსო კატეგორიაზე 20 კონკურსანტი იქნება წარმოდგენილი. კონკურსის პირობების თანახმად, ტურებზე კონკურასანტებმა ერთი ქართული სიმღერა და გიორგი ცაბაძის ერთი სიმღერა უნდა შეასრულონ.
საუკეთესო კონკურსანტებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.